ანონსი  8 მაისი

8 მაისს, 11.00 საათზე, "იპოთეკით, მევახშეებისგან და მშენებლობით" დაზარალებულთა ასოციაცია ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. პანდემიის პირობებში გაორმაგდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ბინები მეხვაშეების უკანონო ქმედებების გამო დაკარგეს. რა შავი ხვრელები არსებობს კანონმდებლობაში, რითაც კერძო იპოთეკარები სარგებლობენ და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქონება უფრო მეტად დაცული იყოს.

მის: სააკაძის II გასასვლელი 11 ა („ალგანის“ სათაო ოფისის წინ)

საკონტაქტო : 577 961438

8 მაისს, 12:00 საათზე, „კარვების ქალაქში“ (პარლამენტის წინ), „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, მოძრაობა „სოლიდარობის" ხელმძღვანელ, ადვოკატ ლაშა შუკაკიძესთან, ასევე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გოგი წულაის წინასწარი გათავისუფლების მოთხოვნით, „თავდებობის ხელმოწერების" კამპანიასა და სადღეღამისო აქცია-პერფორმანსს „არა ბერო-ანზორო კრატიას" დაიწყებენ.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე -597 001 923

8 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში, ვარკეთილის ბაზრის მიმდებარედ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი” ადგილზე დასაქმებულებთან შეხვედრას გამართავს.

საკონტაქტო: მარიამ თავაძე - 599355551

8 მაისს, 13:00 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

8 მაისს, 14:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია წნორში, ე.წ. ასანურის დასახლებაში, ადგილობრივი მცხოვრებლების საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ჩავა.

თემა: სოფლების - კვენაკელის და ასანურის მოსახლეობა ითხოვს, ეკონომიკის სამინისტრომ შეაჩეროს აუქციონი და არ გაყიდოს მიწები, რომლებსაც წლების მანძილზე, საძოვრებად იყენებდნენ.

მის: წნორი, ე.წ. ასანურის დასახლება

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 599 36 70 70

8 მაისს, 16:30 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა.

მის: კახიძის 15

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო