"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია" კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას ემხრობა

"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დროებით მოხსნასთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადებას მიესალმება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ რეაგირება და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვაზე უარის თქმა ვაქცინების წარმოების გაფართოებას დაეხმარება. განსაკუთრებით ეს ხელს შეუწყობს ღარიბ ქვეყნებს.

„ჩემი ამოცანაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრის შეკრება, დაჯდომა და დოკუმენტის შემუშავება, რომელიც პრაქტიკული გამოსავალი იქნება, განვითარებად ქვეყნებს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, ვაქცინების უთანასწორობის პრობლემებს გადაჭრის, მაგრამ ამავე დროს არ შეანელებს სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებს. აშშ-ს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, ბიძგს მისცემს ამ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.

იდეას მხარდაჭერა აქვს რუსეთის მთავრობაშიც. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთი, ამ მიდგომას უსიტყვოდ უჭერს მხარს“.

პუტინის განმარტებით, პანდემია ზუსტად ის საგანგებო ვითარებაა, როცა შეიძლება ამგვარი პატენტების გაუქმება მოხდეს. ამ დრომდე ამ საკითხზე საერთო კონსენსუსი არ არსებობს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა, კოვიდ-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების შესახებ აშშ-ის წინადადება განიხილოს. გერმანიის მთავრობა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დროებით მოხსნას არ ეთანხმება. კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმების იდეა, რომლის მიზანი განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების პატენტებზე ხელმისაწვდომობის უფლების მინიჭება და ამ ქვეყნებში ვაქცინების წარმოების უზრუნველყოფაა, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ თავდაპირველად ინდოეთმა და სამხრეთ აფრიკამ გააჟღერეს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე გამონაკლისის დაშვებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა