ენტონი ბლინკენი - აშშ-ის მიზანია, დაიცვას, მხარი დაუჭიროს და აღადგინოს საერთაშორისო წესრიგი

აშშ-ის მიზანია, დაიცვას, მხარი დაუჭიროს და აღადგინოს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც გაეროს ფარგლებში მრავალმხრივობის განვითარებას ეხებოდა.

ბლინკენის თქმით, ბოლო წლებში იყო მცდელობა, შესუსტებულიყო საერთაშორისო სამართალი, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი, შეეცადოს შეცვალოს საზღვრები, ან გადაწყვიტოს ტერიტორიული დავები ძალადობრივი მეთოდებით.

„ეს მტრული ქმედებები ასუსტებს მსოფლიოს და მის უსაფრთხოებას, გაეროს წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, გაეროს წესდებით უნდა იცავდნენ წესებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც არღვევს საერთაშორისო სამართალს, იბრძოლონ უკანონობის წინააღმდეგ“ , - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, ამერიკა, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობაში, დაბრუნდა ჯანმო-ში, კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმებაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, დიპლომატიურ სფეროში, მუშაობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე, გამოყო ბევრი სახსრები „კოვაქსის“ მექანიზმისთვის, მიაწოდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ათობით მილიონი დოზა სხვა ქვეყნებს ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტების გარეშე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო