ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად მინიმუმ 178 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა.

დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთთან და შეიხ ჯარაჰის რაიონში მოხდა. ათასობით პალესტინელი პარასკევს დილით მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოცვისთვის შეიკრიბა, მათი უმეტესობა ლოცვის დასრულების შემდეგ არ დაიშალა და შეიხ ჯარაჰის რაიონში მდებარე სახლებიდან პალესტინელების შესაძლო გასახლების ფაქტი გააპროტესტა.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინელებმა სამართალდამცავებს ბოთლები, ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს, რის გამოც, ისინი იძულებული გახდნენ, წესრიგი აღედგინათ.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაშავებულმა თვალი დაკარგა, ორს თავის არეში სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული, ორს კი - ყბა აქვს მოტეხილი.

სიტუაცია დაძაბულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზეც, სადაც პარასკევს პალესტინელებმა ისრაელის სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი პალესტინელი დაიღუპა, სამი კი - მძიმედ დაიჭრა. შემთხვევის შემდეგ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე დამატებით საბრძოლო ჯარებს გააგზავნის.

იხილეთ ვიდეო:ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა