„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის და „სინდისის პატიმრის“ სტატუსს ხელახლა ანიჭებს

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსის ჩამორთმევის გამო მოუბოდიშა და განაცხადა, რომ მას ამ სტატუსს ხელახლა მიანიჭებენ.

„ყურადღებით შეფასების შემდეგ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გადაწყვიტა, ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსი აღუდგინოს,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ სააგენტო Reuters-თვის გაგზავნილ განცხადებაში.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ განმარტავს, რომ რუსეთის მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა ალექსეი ნავალნისთვის „სინდისის პატიმრის“ სტატუსის ჩამორთმევა მისი უფლებების კიდევ უფრო მეტად დარღვევისთვის გამოიყენეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ ადამიანებისთვის „სინდისის პატიმრის“ სტატუსის მინიჭების პროცესს გადახედეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სტატუსის გაუქმება მხოლოდ წარსულში მათ მიერ ჩადენილი ქმედებების საფუძველზე არ მოხდეს.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოდიშს იხდის იმ უარყოფითი შედეგების გამო, რაც ამ გადაწყვეტილებამ ალექსეი ნავალნისა და იმ აქტივისტებს მოუტანა, რომლებიც მისი თავისუფლებისთვის კამპანიას დაუღალავად აწარმოებენ,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „სინდისის პატიმრის“ სტატუსი არ ნიშნავს მისი პოლიტიკური პროგრამის აღიარებას. „ნავალნის ზოგიერთი ადრინდელი განცხადება იმსახურებს განსჯას და მათ მცირედითაც არ ვამართლებთ. ნავალნის, როგორც "სინდისის პატიმრის" სტატუსის დადასტურებით, ჩვენ არ ვეთანხმებით მის პოლიტიკურ პროგრამას, მაგრამ ხაზს ვუსვამთ მისი უფლებების აუცილებელ საჭიროებას,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ალექსეი ნავალნის „სინდისის პატიმრის“ სტატუსი 24 თებერვალს გაუუქმა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ წარსულში ალექსეი ნავალნის მიერ გაკეთებული განცხადებები სიძულვილის ენის ნიშნებს შეიცავდა.

იხილეთ ვიდეო:„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის და „სინდისის პატიმრის“ სტატუსს ხელახლა ანიჭებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა