„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„საქართველოს „წითელი ჯვარი“, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში „წითელი ჯვრის“ დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის „წითელი ჯვრის“ საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც „წითელი ჯვარი“ შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხრიდან შეხვედრას „წითელი ჯვრის“ საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ესწრებოდნენ.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის წითელ ჯვართან, ისინი საქართველოს წითელ ჯვარს გადმოსცემენ ვაქცინას, ჩვენ კი სამინისტროს გადავცემთ. პირველ ეტაპზე საუბარია 100 000 დოზაზე“, - აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ - https://booking.moh.gov.ge/

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა