ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან თევზაიამ 95 წლის ორესტი ბერულავას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

მინისტრმა ვეტერანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, ყველა ვეტერანს გადაეცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა