ინდოეთში კორონავირუსს 4 187 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 401 078 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21.9 მილიონს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 187 ინფიცირებული ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 240 000-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ინდოეთის თამილ ნადუს შტატმა ორშაბათიდან „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. კარნატაკას შტატში კი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 24 მაისამდე გახანგრძლივდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიოში გასულ კვირას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი და გარდაცვალების შემთხვევების მეოთხედი ინდოეთზე მოდის.

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთში კოვიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად ინფიცირების ახალი ტალღა სწრაფად ვრცელდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.

ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება ინდოეთის მიმდებარე ქვეყნებში, ნეპალიდან შრი-ლანკამდე ჩრდილოეთით და მალდივის კუნძულებზე სამხრეთით. დაინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ტაილანდში, კამბოჯასა და ინდონეზიაშიც.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსს 4 187 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა