ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული ბინები დაათვალიერა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

“წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ. 260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ, ადგილზე, პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დამატებით, თბილისში, კონკურსის საფუძველზე შესყიდული 240 ბინის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო:ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის შესყიდული საცხოვრებელი ფართები მოინახულა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა