მედია - ჩინური რაკეტის ნამსხვრევები, შესაძლოა, იტალიის 9 რეგიონიდან რომელიმეში ჩამოვარდეს

ჩინური რაკეტის Long March 5B-ის ნამსხვრევები, შესაძლოა, იტალიის 9 რეგიონიდან: უმბრია, ლაციო, აბრუცო, მოლიზე, კამპანია, ბაზილიკატა, აპულია, კალაბრია, სიცილია და სარდინია -რომელიმეში ჩამოვარდეს, - ამის შესახებ ინფორმაცისა italy24news-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მითითებები „სამოქალაქო დაცვის ოპერატიული კომიტეტისგან“ მოდის, რომელიც დეპარტამენტის უფროსის, ფაბრიციო კურციოს მოწვევით ჩატარდა. კომიტეტი მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ და ღია ტიპის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან ”ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტის ნამსხვრევებმა შენობების ნგრევა გამოიწვიოს”.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ზიანი გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, პენტაგონი აცხადებს, რომ თვალს ადევნებს დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში 9-10 მაისს შევა. მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ დიდ ნაწილებს შეუძლიათ ზიანი გამოიწვიონ, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში ჩამოვარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა