რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში მწვანე დერეფანი მოეწყობა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მორიგი სხდომა ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

აჭარის რეგიონში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები: ბათუმი - მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში; ქობულეთი - ქობულეთის სანაპირო ზოლი (მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე); ქედა - ქედის ცენტრალური ტერიტორია (ადმინისტრაციული ცენტრი); შუახევი - კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია; ხულო - მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ-აბუსერიძის ქუჩები; ხელვაჩაური - მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მდებარეობებზე არსებული სკვერები და ბავშვების გასართობი ადგილები.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმში უპრეცედენტო მწვანე დერეფანი მოეწყობა, ქობულეთში კი გაშენდება ბულვარი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა როგორც რეკრეაციული სივრცე, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.

„ქალაქ ბათუმში უპრეცედენტო მწვანე დერეფანი მოეწყობა, რომელიც პერპენდიკულარულია არსებული ბულვარის და ფაქტობრივად პირველი, უკვე სივრცეში შეჭრილი ბულვარი, მწვანე სივრცე შეიქმნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული განაშენიანების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე უბიძგებს ახალ განაშენიანებებს, კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარდეს.

ქობულეთს აქვს ძალიან საინტერესო პროექტი ბულვარის მოწყობასთან დაკავშირებით იქ, სადაც დღეს რეალურად არაფერი არაა და ამავდროულად, ძალიან დიდი პოტენციალია. ძალიან საინტერესო კონცეფცია იქნება ბულვარის, რომელიც იქნება დახუნძლული გარდა რეკრეაციული სივრცისა, ასევე სპორტული გამაჯანსაღებელი და სხვა ფუნქციური ელემენტებით.

საინტერესო პროექტია წარმოდგენილი ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ. იმედი გვაქვს, რომ კვალიფიციური არქიტექტურული და ურბანული კომპანიები მოახერხებენ, რომ აღნიშნული მდებარეობა თვისობრივად ბევრად უფრო საინტერესოდ და ახალი შესაძლებლობებით დაიხუნძლოს“,- განაცხადა ქარსელაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში