საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროკურატურას ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მან რამდენიმე წუთის წინ, პროკურატურას ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, მან აღნიშნული დოკუმენტაცია პროკურატურის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახებოდა, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენდნენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ გადასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა