მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ხელისუფლების გადაუდებელი გადაცემის შესწორების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Belta-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შესაძლებელს გახდის პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემას უსაფრთხოების საბჭოსთვის, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ლიკვიდაციას მოახდენენ ან ის რაიმე სხვა გარემოების გამო ვეღარ მოახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას.

ლუკაშენკომ აპრილში განაცხადა, რომ ის აპირებს, ბელორუსში ხელისუფლების მოწყობის წესი შეცვალოს.

მანამდე, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდებოდა, ან ის ვერ შეასრულებდა თავის მოვალეობებს, უფლებამოსილება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პრემიერ-მინისტრის გადაეცემოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა