ემანუელ მაკრონმა აშშ-ს მოუწოდა, Covid-19-ის ვაქცინების ექსპორტზე შეზღუდვები მოხსნას

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ს მოუწოდა, Covid-19-ის ვაქცინებისა და ინგრედიენტების ექსპორტზე შეზღუდვები მოხსნას.

BBC-ს ცნობით, მან ეს პოზიცია მაშინ დააფიქსირა, რაც ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩამოვარდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ვაქცინების გლობალური წარმოება.

ამჟამად, მთელს მსოფლიოში მოსახლეობისთვის ვაქცინების 1,25 მილიარდი დოზაა გაკეთებული. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს 29 უღარიბეს ქვეყანას 1%-ზე ნაკლები გადაეცა. მდიდარი ქვეყნები კი ვაქცინაციის კამპანიას აჩქარებენ. დიდ ბრიტანეთში, პირველი დოზა მოსახლეობის 67% -მა მიიღო, აშშ-ში კი - 56%-მა.

პარასკევს, ევროკავშირი შეთანხმდა, რომ დამატებით Pfizer/BioNTech ვაქცინის 900 მილიონ დოზას შეიძენს, კიდევ 900 მილიონის შეძენის დაშვებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს