ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში COVID-19-სგან სიკვდილიანობა ზედიზედ მეორე დღეა, 4,000-ს აღემატება, რამაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვის მოთხოვნა გაზარდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 092 ადამიანის დაღუპვის შესახებ გამოაცხადა - ქვეყანაში სულ 242 362 ადამიანია დაღუპული. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 403 738-ით გაიზარდა, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა სრულმა რაოდენობამ კი 22.3 მილიონს მიაღწია.

ინდოეთი COVID-19-ის მეორე ტალღამ მძიმედ დააზარალა, შემთხვევები და სიკვდილიანობა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ყოველ მეორე დღეს აღწევს. ბევრ საავადმყოფოში ჟანგბადის და საწოლების უკმარისობის და მორგებისა და კრემატორიუმების გადატვირთვის გამო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით ინფიცირებისა და დაღუპვის შემთხვევების რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მაღალი იყოს.

შაბათს ინდოეთში COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობა 4,187 იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს