თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობა და ამ ბრძოლაში საქართველოს წვლილი გაიხსენეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

"მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა.

1941-1945 წლების დიდ სამამულო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო