ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს 9 მაისს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა.

„გულითადად გილოცავთ თქვენ და სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავს. ჩვენმა მამა-პაპამ მხარდამხარ ვაჟკაცური ბრძოლით აურაცხელი დანაკარგის ფასად, გაანადგურა ნაცისტი აგრესორები, შეუნარჩუნეს მშვიდობა და თავისუფლება მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობის ტრადიცია და ურთიერთ მხარდაჭერა, რომელიც გაძლიერდა საომარი გამოცდის მძიმე წლებში, ახლაც იქნება მტკიცე საფუძველი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობის განსავითარებლად.

გთხოვთ, გადასცეთ ყველა ვეტერანსა და ზურგის მშრომელებს, ვინც თქვენ ქვეყანაში ცხოვრობს გულითადი სურვილი ჯანმრთელობის, ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის“, - ნათქვამია კრემლის ლიდერის მისალოცში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო