სალომე სამადაშვილი - ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის დაფარვა პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტი და პოლიტიკური პატიმარია

ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის დაფარვა პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტი და პოლიტიკური პატიმარია , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, პარლამენტის არჩეულმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა და გირაოს თანხის დაფარვა ძალიან სწრაფად მოხდა. ეს ცხადია, პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტია და ის პოლიტიკური პატიმარია. სწრაფად ციხიდან გამოსაყვანად ევროკავშირი მზადაა, გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ უნდა იმსჯელოს. პარლამენტში შემოსვლა, ცხადია, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ალბათ, უნდა იმუშაონ და ერთიანი პოზიცია გამოხატონ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, ოპოზიციას კომისიის შექმნისთვის საკმარისი ხმები ექნება.

„საგამოძიებო კომისიას ამ ეტაპზე ვერ დავპირდებით ვერავის, რადგან დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციას ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. არ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ჩამოყალიბდება. იქნება, თუ არ იქნება ეს პარტია წარმოდგენილი პარლამენტში. თუ იქნება, ოპოზიციას უკვე ექნება საკმარისი ხმები იმისთვის, რომ იმუშაოს საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა