იტალია მაისის შუა რიცხვებიდან ევროპელი ვიზიტორებისთვის საკარანტინე შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს

იტალია გეგმავს, მაისის შუა რიცხვებიდან საკარანტინე შეზღუდვები გააუქმოს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩავლენ.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მარიომ განაცხადა.

მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კარანტინის ივნისისთვის გაუქმება იგეგმება მათთვის, ვინც ქვეყანაში აშშ-დან ჩავა.

„ვმუშაობთ მინი-კარანტინის მოხსნაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან, თუკი მათ ექნებათ უარყოფითი პასუხი ტესტზე, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასევეა აშშ-ის შემთხვევაშიც“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, იტალიაში შემსვლელებისთვის ევროპული ქვეყნებიდან და ისრაელიდან სავალდებულოა ხუთდღიანი კარანტინი და აუცილებელი ტესტირება როგორც იტალიაში ჩასვლამდე, ისე იზოლაციის პერიოდის ბოლოსაც. რაც შეეხება ამერიკიდან ჩასულებს, მათთვის საკარანტინე ვადა 10 დღეს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა