რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშკარაა, რომ ევროკავშირი მტკიცედ ვერ ინარჩუნებს თავს, ჩვენი ქვეყნის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე

აშკარაა, რომ ევროკავშირი მტკიცედ ვერ ინარჩუნებს თავის თავს, ჩვენი ქვეყნის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადებაში აღნიშნა, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

”ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირისთვის, გახდეს ძლიერი გლობალური აქტორი, სტრატეგიული მოთმინებისა და ხედვის არარსებობაა”, - თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ ბლოკმა უნდა გადახედოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს, და ასევე, მას სჭირდება ახალი ინსტიტუციური სტრუქტურა და ხედვა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს მრავალი გამოწვევა აქვს, როგორიცაა ლტოლვილთა კრიზისი, ისლამოფობია, ქსენოფობია, ფინანსური სისუსტე და COVID-19 პანდემია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ პრობლემების გადალახვა, რაც ევროკავშირსა და მის მომავალს ემუქრება, სოლიდარობასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ”აშკარაა, რომ კავშირი მტკიცედ ვერ ინარჩუნებს თავის თავს, ჩვენი ქვეყნის წვლილისა და მხარდაჭერის გარეშე”, - აღნიშნა მან.

მანვე დასძინა, რომ თურქეთი, ორმაგი სტანდარტებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ თავის გადაწყვეტილ დამოკიდებულებას და ძალისხმევას ინარჩუნებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს