გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის შეზღუდვები დღეიდან  გაუქმდა

გერმანიაში დღეიდან გაუქმდა რიგი შეზღუდვებისა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. შეზღუდვები ასევე გაუქმდა მათთვის, რომელიც ახლხანს გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ამიერიდან, ამ ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ სხვა ადამიანებს, მათთვის არ მოქმედებს "კომენდანტის საათის" შეზღუდვები. მათვე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა უცხოეთში გამგზავრებამდე. ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს აღარ ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ უარყოფითი პასუხის მქონე ტესტები კორონავირუსზე მაღაზიებისა და სილამაზის სალონებში ვიზიტისას. თუმცა, ამ პირებს ისევ ექნებათ ვალდებულება ატარონ პირბადე.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია 7.6 მილიონამდე ადამიანი, რაც 9.1 %-ს შეადგენს. ვაქცინის პირველი დოზით აცრილია დაახლოებით 27 მილიონი ადამიანი, რაც 32.3 %-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა