გიორგი ვაშაძე „ლელოში“ შეხვედრაზე - შევჯერდით ბევრ კონკრეტულ ცვლილებაზე - მიხარია, რომ როგორც იქნა საქმეზე გადავედით

გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან რთულია ოქტომბერში უცებ ყველა ვენდობოდეთ საარჩევნო გარემოს, მაგრამ უნდა შევქმანთ პირველი პრეცედენტი, რომ ნდობისკენ მიდის საზოგადოებრივი განწყობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღამშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკითხები დეტალურად გაიარეს და იმედოვნებს, რომ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა იმისთვის, რომ შეცვალონ საარჩევნო გარემო.

"შევჯერდით ბევრ კონკრეტულ ცვლილებაზე, რომელსაც ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტი, გაეროს, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მაგრად მომზადებული მივდივართ ხვალ. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც გვექნება იმისთვის, რომ მართლა ისე შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მეტი ნდობა გვქონდეს. გულწრფელად გეტყვით, რომ ოქტომბერში, ძალიან რთულია უცებ ყველა ვენდობოდეთ საარჩევნო გარემოს, მაგრამ უნდა შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ ნდობისკენ მიდის საზოგადოებრივი განწყობა. ამისთვის ტექნოლოგიური ინოვაციები ბევრი გვექნება, ასევე არის დავების განხილვა, კომისიის წევრები, პროცედურები. გავიარეთ დეტალურად მთლიანად საარჩევნო კოდექსი და მომზადებული მივდივართ და მიხარია, რომ როგორც იქნა საქმეზე გადავედით და აღარ არის ზედაპირული საუბარი" , - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა