საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კონკრეტულად კი, 9 მაისს განათდა შემდეგი ქალაქები: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მცხეთაში, ონში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში;
10 მაისს: ოზურგეთში, რუსთავსა და მესტიაში.
კერძოდ, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა:
თბილისის სატელევიზიო ანძა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ახალციხე: რაბათის ციხე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი: ბათუმის ცენტრალური სტადიონი
შიდა ქართლის რეგიონი, გორი: გორის იუსტიციის სახლი
იმერეთის რეგიონი, ქუთაისი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, მესტია: სვანური კოშკი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ზუგდიდი: დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, მცხეთა: დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, ონი: ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი
გურიის რეგიონი, ოზურგეთი: ოზურგეთის დრამატული თეატრი
ქვემო ქართლის რეგიონი, რუსთავი: მუნიციპალიტეტის შენობა
კახეთის რეგიონი, თელავი: ბატონის ციხე (ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე).