გიორგი ვაშაძე - ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი

ყველა კარგი ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, ამიტომ, ვფიქრობ, მელიასაც შეიძლება მოუწიოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ სჯეროდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას გამოასწორებდა.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? - ოღონდ მე, გიორგი ვაშაძეს კარგი შედეგი არ დამედო“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „გადამგდები“ ძალაა.

„2012 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი გიჟივით სულ მებრძვის ხოლმე ყველა პროცესში და რატომ მებრძვის, ვერ გავიგე. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ ამომრჩეველზე, რომლებსაც ეს ხალხი ატყუებს. როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები და ახლა ამნისტიის კანონშიც დამატებითი ჩანაწერი გააჩინა, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“. არ მისაუბრია საჯაროდ ამაზე და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შემომთავაზეს კიდეც საპარლამენტო არჩევნების მერე, მოდი ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ, აღარ მინდა თქვენი მოტყუებები და გადაგდებები მეთქი“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ვინც ოპოზიციიდან მედიატორ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, „ჯვარედინ ცეცხლშია“.

„ახლა ჩვენ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ჯვარედინ ცეცხლში ვართ. „ოცნება“ აქედან გვირტყამს იმიტომ, რომ ამნისტიის კანონში რაღაც ჩაწერა ისეთი, რომ მოვატყუოო, აქეთ „ნაცმოძრაობა“ არის ჩასაფრებული, აი, ხომ გეუბნებოდით რა ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტშიო. ამ „ნაცმოძრაობას“ ვეუბნები, გავიგე, „ქართული ოცნება“ კი არ გამოსწორებულა. ჩვენ ახლა მოჯადოებული წრის გარღვევის პროცესში ვართ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს