„თალიბანმა“ ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

ავღანელმა თალიბებმა ყურბან-ბაიარამის დღესასწაულის აღსანიშნავად სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს.

”იმისათვის, რომ მოჯაჰედებმა კვლავ უზრუნველყონ მშვიდობიანი და უსაფრთხო ატმოსფერო ჩვენი თანამემამულეებისთვის ყურბან-ბაიარამის დროს ყველა მოჯაჰედს დაევალა შეაჩეროს ყველანაირი შეტევითი ოპერაცია”, - წერს „თალიბანის“ პრესსპიკერი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე“.

ყურბან-ბაიარამი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიწყება.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სკოლასთან განხორციელებული თავდასხმის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, 165 კი - დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა, ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ თავდასხმის უკან „თალიბები“ დგანან.

იხილეთ ვიდეო:"თალიბანმა" ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს