აშშ აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოხატავს და ისრაელის მთავრობას სიმშვიდის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მთავრობის მრჩეველ მეირ ბენ-შაბათთან სატელეფონო საუბრისას იერუსალიმში ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სალივანმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები იერუსალიმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სიმშვიდის უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს ჯეიკ სალივანმა სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების თავიანთი სახლებიდან შესაძლო გამოსახლების საკითხზე.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სალივანმა დაადასტურა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების, ისევე როგორც მთელს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მიმართ და განაცხადა, რომ აშშ მომავალი დღეების განმავლობაში „სრულად იქნება ჩართული იერუსალიმში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.“

აღსანიშნავია, რომ დღეს ისრაელში „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით „ძველ ქალაქში“ საზეიმო მსვლელობის მოწყობა იგეგმება.

პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის ზოგიერთ ნაწილში შეტაკებები ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დაპირისპირება აღმოსავლეთ იერუსალიმში, შეიხ ჯარაჰის რაიონში მცხოვრები რამდენიმე პალესტინელი ოჯახის შესაძლო გამოსახლების გამო შექმნილმა დაძაბულობამ გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:აშშ აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოხატავს და ისრაელის მთავრობას სიმშვიდის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა