საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 10 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში ჩაიტარა.

„10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის. როგორც იცით, „ასტრაზენეკას“ დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ჩაიტარა 15 მარტის კვირაში, მათ შეუძლიათ 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ. მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში და ასევე მიდის აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ 55 წლის ზემოთ პირებმა ჩაიტარონ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. ქვეყანაში არის საკმარისი დოზები“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში "ასტრაზენეკას" მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა