ვახტანგ მეგრელიშვილი - თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი - ვერ მოსთხოვს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" ამის აუცილებლად გაკეთებას

თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი - ვერ მოსთხოვს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" ამის აუცილებლად გაკეთებას,- ამის შესახებ „გირჩის" ერთ- ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ რეფორმის მთავარ პრინციპებზე ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდება, შესაძლოა, ისიც გასაგები გახდეს, რომ „ახალი წესების ადმინისტრირება უფრო მეტი სანდოობის მქონე ადამიანს უნდა ჩაბარდეს".

„სუფთა ადამიანურად არჩევნების მიმართ ნდობას განაპირობებს არა მხოლოდ წესები, არამედ ადამიანები. იმ პერიპეტიების შემდეგ, რომელიც წინა წელს გადახდა ცესკო- ს დღევანდელ თავმჯდომარეს, მე ვფიქრობ, მისი პოსტზე დარჩენა იქნება არაადეკვატური, მითუმეტეს ამ ცვლილებების განხორციელების ფონზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი, ვერ მოსთხოვს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" ამის აუცილებლად გაკეთებას. ვფიქრობ, თვითონ პროცესი გვაჩვენებს, თუ წესრიგზე შეთანხმებული ვართ და იმ ცვლილებების მთავარ პრინციპებზე, რაც უნდა განხორციელდეს, შეთანხმებული ვართ და გაწერაზე მიდის მსჯელობა, მე ვფიქრობ, თუ ეს პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, დადგება მომენტი, როცა გახდება გასაგები, რომ ამ ახალი წესების ადმინისტრირება უფრო მეტი სანდოობის მქონე ადამიანს უნდა ჩაბარდეს,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა