სალომე სამადაშვილი - ჩვენ არავისთან გავბუტულვართ - ხელმომწერებმა თავი გავდეთ ხიდად იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლა დაგვეწყო, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტები გავხდით

ჩვენ არავისთან გავბუტულვართ - ხელმომწერებმა ჩვენი თავი გავდეთ ხიდად იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლა დაგვეწყო, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტები გავხდით, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

სამადაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ მოიქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს“. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურული იყო და ოპოზიციამ მაქსიმალური შედეგი მიიღო.

„რესურსი იყო ამოწურული, ჩვენ მაქსიმალური მივიღეთ და ეს მაქსიმუმი ჩვენ მივიღეთ რა პირობებში - ევროპამ თითი დაუქნია, სანქციებით, მაკროფინანსური დახმარების შემცირებით დაემუქრა ხელისუფლებას და მეორე მხრივ, კობახიძე ვაშინგტონში წავიდა და იქ მიიღო გზავნილები, რომლის შემდეგაც შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია, თორემ იმ საბოლოო დოკუმენტზეც ხელის მოწერა არ სურდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რომ მოლაპარაკების პროცესში 20-21 ივნისის დაზარალებულებს არ შეხვდა.

„მე არ მეშინია საუბარი შეცდომებზე. მე ჩემს შეცდომად მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში არ შევხვდით და არ ვესაუბრეთ 20-21 ივნისის დაზარალებულებს. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა შედგება. კონკრეტული მოსაზრებები გვაქვს, რომელიც იმედი მაქვს, მათთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, სამადაშვილი იმედოვნებს, რომ დღეს ეს საკითხი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდება.

„იმედი მაქვს, დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს დასრულდება. ეს არა მხოლოდ შეთანხმების წარმატებაა, არამედ ყველას წარმატებაა, ვინც ამ ბრძოლაში იყო. ჩვენ დღეიდან გვეყოლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ერთით ნაკლები ადამიანი და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი. გირაოს გადახდა იმდენად უპრეცედენტო რამეა, მსოფლიო პრესაშიც კი დაიწერა. ასეთი რამე არ მომხდარა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შეთანხმების სხვა ნაწილებზეც, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილზე ინტერესი ექნებოდა, რომ თამარ ჟვანია ადგილობრივ არჩევნებამდე შეიცვალოს.

„მათ ინტერესებშიცაა, რომ ნდობის საკითხის თვალსაზრისით ასეთი დისკრედიტირებული პირი არჩევნებზე ხელმძღვანელი პირი არ იყოს. მაგრამ, ის ცვლილებები, რაც ახლა მიმდინარეობს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პერსონის შეცვლა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი