ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში

მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის „კარი ყოველთვის ღიაა“.

„ჩვენი გეგმა გაჟღერებულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, პრაქტიკულად მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე.

კვლევები გაგრძელდება, უფრო მეტიც, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში.

ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის, კონკრეტულად რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები. ეს გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში“, - აცხადებს თურნავა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა