ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნების ვირტუალურ სამიტს შეუერთდება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნების ვირტუალურ სამიტს შეუერთდება, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. მისივე თქმით, სამიტზე ყურადღება გამახვილდება შავი ზღვის რეგიონსა და უკრაინაში უსაფრთხოებაზე.

ნატოს აღმოსავლეთ მხარეს მყოფი ევროპული ქვეყნების ჯგუფის, „ბუქარესტის ცხრიანის" სამიტს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა წარუძღვებიან. სამიტი მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების პოზიციების კოორდინაციას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„სიხარულით მივესალმები ჯო ბაიდენს „ბუქარესტის ცხრიანის" სამიტზე, რომელსაც დღეს, ბუქარესტში ვმასპინძლობ.

პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად ჩვენ ასევე მივესალმებით იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს სამიტის მოსამზადებლად, სადაც ყურადღება გამახვილებულია ტრანსატლანტიკურ კავშირებზე, ნატო 2030-ზე, თავდაცვასა და აღმოსავლეთის ნაწილის ფლანგის შეკავებაზე“, - დაწერა იოჰანისმა Twitter-ზე.

ბაიდენი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა სამიტზე ვიდეო კონფერენციის მეშვეობით ჩაერთვებიან.

„განცხადებაში, რომელსაც „ცხრიანი" შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს, წარმოდგენილი იქნება უსაფრთხოების საკითხი შავი ზღვის რეგიონში და ამასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები უკრაინაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, პაველ სოლოჩმა.

ამ თვის დასაწყისში ვაშინგტონმა თქვა, რომ მას შეუძლია, გაზარდოს კიევის დახმარება უსაფრთხოების მიმართულებით. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა ჯარები გადაისროლა დონბასის რეგიონის საზღვართან, სადაც უკრაინის ჯარები მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტში არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო