ნიკა მელიას საქმის პროკურორი - საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, ამით ბუნებრივია, საქმე არ სრულდება და გაგრძელდება

არ განვიხილავთ სხვა მოცემულობას გარდა იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

გულუაშვილის განმარტებით, საქმე არ სრულდება და გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევა მოხდება.

„საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, ამით საქმე ბუნებრივია, არ სრულდება და გაგრძელდება. მოხდება ყველა მტკიცებულების გამოკვლევა, რომელიც მოპოვებულია გამოძიების მიერ და რაზედაც დაფუძნებულია ნიკანორ მელიას ბრალდება. ყველა ამ მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს ის უდანაშაულოა თუ მის მიერ არის ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, თუ ადამიანების მოსაზრებებს ამ პროცესთან მიმართებით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება და შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად და საქმის სასამართლოში განსახილველად. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება და მცდელობა ამ საქმის პოლიტიზირებისა პოლიტიკური პარტიების მოსაზრებას უკავშირდება და არა სამართლებრივ რეალობას.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის მიერ წერილობით წარმოდგენილი შუამდგომლობის ზეპირად გაცხადება, კერძოდ, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო დაუყონებლივ, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აუწყებს პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის გათავისუფლებას. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ეს გარემოება იქნებოდა ახალი საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის - კერძოდ, პატიმრობის გირაობის შეცვლით, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ ჩვენი შუამდგომლობის სისწორეში და არ განვიხილავთ სხვა მოცემულობას გარდა იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს შუამდგომლობა“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, სასამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა