პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა.
მათივე ცნობით, 228 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს და ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამასთან, ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 21 სამართალდამცავი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ისრაელი დღეს „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავს. სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ისრაელის პოლიციამ ებრაულ ჯგუფებს წმინდა მოედანზე გასვლა აუკრძალა. თუმცა, ებრაელი ახალგაზრდები ტრადიციული მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.