მალტაში ვაქცინაციამ ზრდასრული მოსახლეობის 60% დაფარა - ქვეყანაში რესტორნები ხელახლა იხსნება

Reuters-ის ცნობით, მალტამ რესტორნებს მუშაობის უფლება მას შემდეგ მისცა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაციამ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მიაღწია და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა.

რესტორნები ორი თვის წინ დაიხურა, როდესაც 10 მარტს ინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 510-ს მიაღწია.

ევროკავშირში მალტას ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კამპანია ჰქონდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კვირას, ჯანდაცვის მინისტრმა კრის ფერნმა "ტვიტერზე" დააწერა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60%-მა ვაქცინაციის ერთი დოზა მაინც მიიღო, რაც ორჯერ მეტია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე;

საცალო ვაჭრობის ობიექტებმა ხელახალი გახსნის უფლება 26 აპრილს მიიღეს. მალტამ ასევე გამოაცხადა, რომ ზაფხულში ტურისტებს 200 ევრომდე თანხას გადაუხდიან.

ამჟამად მალტას მიზანია, ბრიტანეთის მიერ „მწვანე ქვეყნების“ ნუსხაში მოხვდეს, ვინაიდან ტურისტების მეოთხედს მალტაში სწორედ ბრიტანელები შეადგენენ.

1-ელ ივნისს მალტა პლაჟებსა და აუზებზე პირბადეების სავალდებულო ტარების რეგულაციის მოხსნასაც აპირებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს