ტაივანის საგარეო უწყება - ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრაზე დასასწრებად, ბოლომდე იბრძოლებს

ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც ამ თვეში უნდა გაიმართოს, ბოლომდე იბრძოლებს, - ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნულს ჩინეთი ეწინააღმდეგება, რომელიც აღნიშნავს, რომ კუნძულთან დაკავშირებით, რომელსაც პეკინი საკუთარ ნაწილად თვლის, კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

"დიდმა შვიდეულმა" ტაივანი ჯანმო-ს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, მსოფლიო ჯანდაცვის ასემბლეის შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია, რომელიც 24 მაისიდან შეიკრიბება.

ტაივანის პოზიციით, ეს კოვიდ პანდემიის პირობებში აუცილებელია.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ მათ მოსაწვევი ჯერ არ მიუღიათ. ქვეყანა გლობალური ორგანიზაციების უმეტესობის საქმიანობიდან გამოთიშულია, ჩინეთის წინააღმდეგობის გამო, რომელიც კუნძულს თავის პროვინციად მიიჩნევს და არა - ქვეყნად.

ჯანმო-ს პოზიციით, წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, მოიწვიონ თუ არა ტაივანი, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის სწრაფი შეკავების გამო დიდი ქება დაიმსახურა. დიპლომატების თქმით კი, ასეთ მოწვევას ხმები სჭირდება და ჩინეთი ადვილად შეძლებს მისი მეგობარი ქვეყნების დარწმუნებას, მიწვევა დაბლოკონ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა შეერთებული შტატები ამ საკითხის "პოლიტიკური მანიპულირებისთვის" დაგმო და თქვა, რომ ტაივანი უნდა დათანხმებოდა იმას, რომ ის ჩინეთის ნაწილია, თუ მას გლობალურ ორგანოებზე სურდა წვდომა.

”კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის მთავარ ინტერესებს ეხება. ჩინეთს კომპრომისისთვის ადგილი არ აქვს”, - განუცხადა ჰუამ ჟურნალისტებს.

ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთის მხრიდან აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, თითქოს მას უფლება აქვს, საერთაშორისო კონტექსტში ტაივანზე ისაუბროს, მაშინ, როდესაც პეკინს სიტყვა არ ეთქმის იმ კუთხით, თუ როგორ იმართება ტაივანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა