ნიკა მელია კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, კელი დეგნანს და  ჟიგიმანტას პავილიონისს მადლობას უხდის

მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პატიმარს, განურჩევლად რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელშიც იმყოფებოდა, ბევრი პოლიტიკური პატიმარია.

„ყველა ადამიანს მოსდის ცხოვრებაში შეცდომა. საქართველოს ყველა ციხეში მიყურებს ახლა ბევრი პატიმარი და მათ ვუსურვებ ადრე გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახის წევრებთან დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან ისინი დაპატიმრებული, თუ არა. თუმცა, ამ ციხეში, რომელშიც გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ ვუსურვებ გათავისუფლებას“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ასევე მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენ, ყველა გულშემატკივარს, ვინც ქვეყანაში სტაბილურობას გულშემატკივრობს. არა მძიმე სტაბილურობას, არამედ, ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ვუსვამ ხაზს, მის პროფესიონალიზმსაც. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც მას შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, როგორც დადგა, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოხმაურებებს“, - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელია კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, კელი დეგნანს და ჟიგიმანტას პავილიონისს მადლობას უხდის

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“