სომალიში თვითმკვლელი ტერორისტის ბომბმა ექვსი პოლიციელი იმსხვერპლა

Reuters-ის ცნობით, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, რაიონის პოლიციის განყოფილების წინ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ შაბააბის ისლამისტურმა ჯგუფმა აიღო, თუმცა აღნიშნეს, რომ მათი სამიზნე პოლიციის 5 მეთაურის მოკვლა იყო, მათ შორის, რაიონი ვაბერის პოლიციის განყოფილების მეთაურის, რომელიც 6 გარდაცვლილს შორისაა.

ალ შაბააბი 2008 წლიდან სომალის საერთაშორისოდ მხარდაჭერილი ცენტრალური მთავრობის დამხობისა და საკუთარი მმართველობის დამკვიდრებისთვის იბრძვის, რაც ისლამური კანონის მკაცრ ინტერპრეტაციაზე იქნება დაფუძნებული. ჯგუფი იარაღითა და ბომბებით თავდასხმებს მოგადიშოში და სომალის სხვა ნაწილებში რეგულარულად ახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს