ანონსი 11 მაისი

11 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

მის: ინგოროყვას 7

11 მაისს, 11:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი თელავის ახალ გამწმენდ ნაგებობას დაათვალიერებენ.

საკონტაქტო : ილონა ხვიჩია - 591705481

11 მაისს, 11:00 საათზე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის მოთხოვნით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავს.

მის: სანაპიროს ქუჩა 2 (იუსტიციის სახლი)

საკონტაქტო: 599437403

11 მაისს, 11:30 საათზე, მცხეთის „კოვიდ კლინიკის" დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვითარება კლინიკაში, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება და გადატვირთული „კოვიდ კლინიკა".

მის: გალის ქ. #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

11 მაისს, 12:00 საათზე, ბრალდებულ ბ.თ.-ს ადვოკატი ლაშა შუკაკიძე​ ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბ.თ.-ს ბრალდების მხარე ყაზახი გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #174

საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599 16 10 15

11 მაისს, 13:30 საათზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში არჩილ და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრებიან.

მის: ალ.ყაზბეგის 16

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

11 მაისს, 14:00 საათზე, ქალაქ თელავში, გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მის: პროფესიული სასწავლებელი (უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე კოლეჯი „პრესტიჟის“ შენობა)

11 მაისს, 15:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება.

მის: წერეთლის 144, მეოთხე სართული.

11 მაისს, 15:00 საათზე, სოფელ ფახულანში "ლელოს" ერთ-ერთი წევრი და თსუ-ს პროფესორი თამარ ბელქანია სტუდენტებთან ერთად გამყოფ ხაზთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: სამეგრელოში, ფახულანის და წალენჯიხის მუნიციპილატეტის სოფლებს ,,საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის” სტატუსი გააუქმეს, შესაბამისად სტუდენტებს დაფინანსება მოეხსნათ.

საკონტაქტო თამარ ბელქანია: 577 50 99 74

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა