ვაქცინების მიწოდების შეფერხების გამო AstraZeneca-ს წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი ჩატარდება

COVID-19 ვაქცინების შეფერხებული მიწოდების გამო, სამშაბათს ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ მეორე სასამართლო პროცესს დაიწყებს, - ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებლის სპიკერმა განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, საქმის კარგად მცოდნე ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ნაბიჯი ძირითადად პროცედურულია მას შემდეგ, რაც პირველი საქმე აპრილში აღიძრა. მანვე დასძინა, რომ ახალი პროცესი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, შესაძლო ფინანსური ჯარიმები გაატაროს.

”ხვალ AstraZeneca-ს წინააღმდეგ საქმე ბელგიის სასამართლოში წარდგება,” - განაცხადა კომისიის სპიკერმა.

მედიის ინფორმაციით, პირველი პროცესი უფრო სწრაფად მიტანის მოთხოვნას ეხებოდა, ხოლო ახალი - საქმის კონკრეტულ გარემოებებს შეეხება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს