ნიკა მელია - თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად

დღეს ყველაფერი კერძო პირის დაქვემდებარებაშია, რადგან ბევრი ფული აქვს. ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება და არაპროფესიონალები მართავენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, სამართალდამცავ სისტემაში ხალხი მუშაობს, რომლებიც ყველაზე ულმობელ მმართველსაც დაექვემდებარებიან, ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არავინ არასდროს გაგიჟდეს, ძალთა ბალანსი, მრავალფეროვნება უნდა არსებობდეს, და დამოუკიდებელ შტოებს შორისაც უნდა იყოს ბალანსი.

„განსაკუთრებით როდის ძლიერდები იცით? - როცა დარწმუნებული ხარ თავიდან ბოლომდე შენს სიმართლეში, ბრალეულობა არაფერში მიგიძღვის და ისე ხარ, როგორ შეიძლება არ გაძლიერდე? შეიძლება გაბრაზდე, ამას ვაღიარებ, დროდადრო რისხვა ჩემში იფეთქებს და ამაზე საკუთარ თავთან სამუშაო მაქვს. გამოვედი და ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული არა ვარ, ენაცვალოს ჩემი თავი, - მოვიტყუები! ვითარდება მრისხანება, მაგრამ კონტროლი არ უნდა დავკარგო საკუთარ თავზე, ამაზე სამუშაო მაქვს. ბრაზი კონტროლს ექვემდებარება. როცა გინდა წარმატებებს აღწევდეს ქვეყანა, არ უნდა უპასუხო უსამართლობას უსამართლობით, ეს არ არის ადვილი - პარლამენტში, ვინც არის ახლა „ქართული ოცნების“ რიგებიდან, ორჯერ შემიჩერეს იმუნიტეტი. ერთხელ გამომაგდეს, ერთხელ დამიჭირეს, ამ ხალხის 50% ისევ იქ არის. გაბრაზებული არ ვარ, ვიცი რომ ისინი იქ ბიზნესში არიან, ვიღაცებს ხომ არ უნდოდათ ღილაკზე თითის მიჭერა, თვითონვე ამბობენ და ერიდებათ - ჩვენ მელიას დაპატიმრებისთვის კი არ მიგვიჭერია ხელი ღილაკზე, უბრალოდ, მივეცით პროკურატურას შესაძლებლობა წარმოებულიყო სისხლის სამართლის საქმე - სისულელეა!

თუ მე პარლამენტში შევედი, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს და მეგობრებს უნდა დაველაპარაკო, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად. ბერია რომ არსებობდეს, ბერიას დაქვემდებარებაშიც იქნებოდნენ. არის ასეთი ხალხი. წარმოიდგინეთ, შტურმით აგვიღეს, პარტიის ოფისში შემოვიდნენ, ერთი ადამიანი მეცნო, მერე შსს-ში წამიყვანეს და იქაც წამოვიდა და მერე ციხემდეც მიმაცილა. ძმაკაცივით იყო ყველგან, თავაზიანად მექცეოდა. რუსთავში მაგის მანქანით მივდიოდით, 120-ით. გზაში მეუბნება - სად ვცხოვრობთო?! ეს მძიმე საბანძეთი ხომ უნდა დამთავრდესო. გულში ვიფიქრე, თუ მართლა ასე გებანძება და არ მოგწონს, დაატრიალე ახლა ეს მანქანა და წამიყვანე ისევ ცენტრალურ ოფისში, მაგრამ რატომ ვყვები ახლა ამას, ბერიაც ვახსენე, უშიშროების თანამშრომლებს მაშინაც არ მოსწონდათ ბევრი რამ, მაგრამ ხომ აკეთებდნენ? ექვემდებარებოდნენ. იგივეს გააკეთებენ ახლაც. სამართალდამცავ სისტემაში ხალხი მუშაობს, რომლებიც ყველაზე ულმობელ მმართველსაც დაექვემდებარებიან, ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არავინ არასდროს გაგიჟდეს, ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს, მრავალფეროვნება, პლურალიზმი და დამოუკიდებელ შტოებს შორის უნდა იყოს ბალანსი. დღეს ყველაფერი კერძო პირის დაქვემდებარებაშია, რადგან ბევრი ფული აქვს. ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება და არაპროფესიონალები მართავენ“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პარლამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „კახა კუჭავა ერთი ადამიანის მსახურებაშია“.

„მე პერსონალურად არავის ვერჩი, თუნდაც ბოლო საკადრო გადაწყვეტილება ავიღოთ. პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს ბიჭი, კახა კუჭავა, რომელსაც წინა ცხოვრებაში ვიცნობდი, საერთო მეგობარი მყავდა, როგორიც არის ისეთი იყო. რომ გამოდის და საუბრობს, მე ვერ ვგრძნობ რომ ის პოლიტიკოსია. მგონია, რომ ვერც ვერავინ გრძნობს. პოლიტიკური კაპიტალი, წონა არ აქვს. აქედან ჩანს, რომ ის არის იმ ადამიანის მსახურებაში“, - განაცხადა მელიამ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება