სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არც მეორედ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა, უკვე მეორედ, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭირა.

ქვეყნის კონსტიტუციით, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს.

ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, 76-მა კი თავი შეიკავა.

ქვეყნის პარლამენტი მუშაობას დათხოვნის შემდეგაც განაგრძობს. კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება სრულდება მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სესიას გამართავს. ახალი არჩევნების ჩატარების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი სპეციალური განკარგულებით დანიშნავს.

ცნობისთვის, თანამდებობიდან გადადგომისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მან მაშინ განაცხადა, რომ არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა