ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი ჩეხეთს მხარს უჭერს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ რუსეთთან ესკალაციის გაგრძელება არ ღირს

ევროკავშირის ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ჩეხეთს, მაგრამ არ ისწრაფვიან შემდგომი ესკალაციისკენ რუსეთთან ურთიერთობაში. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევძელით გამოგვეხატა მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ, მაგრამ ყველა თანახმაა, რომ არ ღირს ესკალაციის გაგრძელება“, - განაცხადა ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებს საშუალება ექნებათ რუსეთთან ურთიერთობა განიხილონ 25 მაისის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. „მოდით, დაველოდოთ, რას იტყვიან ლიდერები 25 მაისს“, - დასძინა ბორელიმ.

ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში პრაღამ რუსეთის სპეცსამსახურებს ბრალი დასდო, რომ ისინი ვრბეტიცში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდნენ და ამის გამო, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა. მოსკოვმა, საპასუხოდ, ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი გააძევა, ხოლო რუსეთის მონაწილეობის შესახებ ბრალდებას აბსურდული და გამოგონილი უწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს