"ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა

"ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. Deutche Welle-ს ინფორმაციით, დაძაბულობის ბოლო გამწვავებისას ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ ეს ქმედება ისრაელის დანაშაულებით და აგრესიითაა გამოწვეული.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ისროლეს. სამხედროების თქმით, ღაზადან შვიდი რაკეტა ისროლეს და მათი უმეტესობა ღია სივრცეში დაეშვა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად პალესტინაში ცხრა პალესტინელი დაიღუპა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

შეგახსენებთ, ისრაელი დღეს „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავს. დილით, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს