პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის ავიაიერიშს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დასავლეთი მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ღაზას სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელის ავიაიერიშს 20 ადამიანის, მათ შორის ცხრა ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის არმიაში კი აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული საპასუხო შეტევის შედეგად დაღუპულია „ჰამასის“ სულ მცირე სამი წევრი.

ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს დაძაბულობის რაც შეიძლება სწრაფად განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ სარაკეტო თავდასხმები „დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.“ მისი თქმით, საჭიროა, ყველა მხარემ სიტუაციის განმუხტვისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალადობის ფაქტების გამო სერიოზულად შეშფოთებულია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სარაკეტო შეტევები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა შეწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ ძალადობის მნიშვნელოვანი ზრდა "დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ".

შეგახსენებთ, გუშინ ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქში მდებარე ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 300-ზე მეტი პალესტინელი და 20-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს