ჯანმო-მ კორონავირუსის ინდურ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის B.1.617 ვარიანტს, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, კლასიფიკაცია შეუცვალა და „ინტერესის ვარიანტის“ ნაცვლად „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კატეგორიას მიაკუთვნა, - შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ გააკეთა.

„არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ B.1.617 ვარიანტი უფრო გადამდებია,“- აღნიშნა კერხოვემ.

კითხვაზე, არის თუ არა არსებული ვაქცინები ინდური ვარიანტის მიმართ ეფექტური, ჯანმო-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც არსებული თერაპიებისა და ვაქცინების არაეფექტურობაზე მიანიშნებს.

„არაფერი გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი დიაგნოსტიკა ან თერაპია და ვაქცინები არ მუშაობს,“- აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

„შემაშფოთებელი ვარიანტები“ კორონავირუსის ისეთი ვარიანტებია, რომლებსაც ვირუსის თავდაპირველ, ჩინეთში აღმოჩენილ ფორმაზე უფრო საშიშ ვარიანტებად მიიჩნევენ. კერძოდ, უფრო გადამდები, ლეტალური და ვაქცინების მიმართ უფრო მდგრადები არიან. ინდური ვარიანტის გარდა „შემაშფოთებელ ვარიანტებად“ ითვლება ბრაზილიური, ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო