მედია - ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ის მსხვერპლები არიან

ინდოეთში მდინარე განგის სანაპიროებზე ათობით ცხედარი გამოირიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ით გარდაცვლილები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბუქსარის რაიონში, რომელიც ორი უღარიბესი შტატის, ბიჰარისა და უტარ-პრადეშის საზღვართა მდებარეობს, 40-მდე ცხედარი გამოირიყა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით კი, ცხედრების რაოდენობა 100-ს აღწევდა.

ადგილობრივებმა „ფრანს-პრესს“ განუცხადეს, რომ მათი აზრით, გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია, ან ნათესავებმა მათი კრემაციისთვის საჭირო შეშის შოვნა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, ინდოეთში, ყოველდღიურად კოვიდ 19-სგან 4 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალია.

იხილეთ ვიდეო: მედია - ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა, დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ის მსხვერპლები არიან

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა