იაპონიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 4 ადამიანი

იაპონიაში, ფუკუშიმას პრეფექტურის ქალაქ ივაკიში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამ დაშავებულს დამწვრობები აქვს მიღებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ქარხანა აწარმოებს მასალებს, მათ შორის თუთიის ოქსიდს და თუთიის ფხვნილს, რომლებიც კოსმეტიკური საშუალებებისა და საღებავების დასამზადებლად გამოიყენება.

აფეთქების დროს ქარხანაში 18 თანამშრომელი და კომპანიის ბიზნეს პარტნიორის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა