ევროკავშირი - ღაზას სექტორიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების სროლა სრულიად მიუღებელია

ევროკავშირი ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„საჭიროა, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და მის მიდამოებში, მნიშვნელოვნად გაზრდილი ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდეს. ღაზას სექტორიდან ისრაელში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების სროლა სრულიად მიუღებელია და ესკალაციურ დინამიკას კვებავს", - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, პალესტინელებსა და ისრაელს შორის გუშინ დაწყებული სარაკეტო თავდასხმები დღეს დილითაც გაგრძელდა. პალესტინელებმა ისრაელს რაკეტები დაუშინეს, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო