ლევან ხაბეიშვილი - პაპუაშვილი, ოხანაშვილი - ეს არის ხალხი არსაიდან, ფაქტობრივად, თავში დაეცათ პარლამენტის მანდატი

პაპუაშვილი, ოხანაშვილი - ეს არის ხალხი არსაიდან, ფაქტობრივად, თავში დაეცათ პარლამენტის მანდატი, პასუხისმგებლობა აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და განცხადებებსაც იმ ფორმით აკეთებენ, როგორ ასიამოვნონ ივანიშვილს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, როგორ შეაფასებს "ქართული ოცნების" წევრების განცხადებას, რომლის თანახმად ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელიამ რა განცხადებაც გააკეთა არაფერი შესრულდა, იგივე გირაოსთან მიმართებითაც. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მელიას თავისი სიტყვა არ გაუტეხავს, ევროკავშირმა კი მელიას გამოსასყიდი გადაიხადა და არა, გირაო.

"პაპუაშვილი, ოხანაშვილი - ეს არის ხალხი არსაიდან,ფაქტობრივად, თავში დაეცათ პარლამენტის მანდატი. საზოგადოებრივად აქტიური და პოლიტიკაში ჩართული ეს ხალხი არავის უნახავს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა მანდატით არ დააჯილდოვა. მათ ხალხთან არ აქვთ პასუხისმგებლობა, მათ პასუხისმგებლობა აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და განცხადებებსაც იმ ფორმით აკეთებენ, როგორ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რა თქმა უნდა, ახლა ვერ იქნება კარგ ხასიათზე, როდესაც ნიკა მელია 76-დღიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. რაც შეეხება მათ განცხადებებს, განვმარტავ - ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია, ევროკავშირს გირაო არ გადაუხდია, ეს იყო გამოსასყიდი. სამართლებრივად შეუძლებელია გირაოს გადახდა ისე, რომ პროკურატურა სასამართლოს შემდეგ მიმართავს. ცხადია, სრულიად ცივილურმა სამყარომ აღიარა ნიკა მელია პოლიტიკურ მძევლად. მათ შორის ოხანაშვილს, ის უგვარო კაცი რომ არის, არსაიდან ჩამოვარდნილი და ციდან რომ დაეცა პარლამენტის მანდატი, თუ არ ვცდები პაპუაშვილია, ჰკითხეთ და დაუკონკრეტეთ, თქვენ ხომ არ მოაწერეთ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც "შავი თეთრზე" წერია, რომ მინიმუმ პოლიტიკურად აღქმული ორი საქმეა და თქვენვე ხომ არ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე შტურმის შემდეგ, რომ ნიკა მელია არის თავისუფალი. არადა, ამბობდით, რამეზე უნდა დათანხმებულიყო, რომ ხელი მოეწერა. ცხადია, რომ ეს არცერთი განხორციელებულა. მეტიც, ევროკავშირმა გადაიხადა გამოსაყიდი", - აცხადებს ხაბეიშვილი.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის დასამარცხებლად ოპოზიციის ერთობა მნიშვნელოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა