ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 11 ივლისს ჩატარების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ამ განკარგულებით პრეზიდენტი 12 მაისიდან 45-ე მოწვევის ეროვნულ ასამბლეას დაითხოვს. სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 11 ივლისი დაასახელა,“- აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტიამ - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ - გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდა საჭირო, რაც ვერც ბორისოვმა და მოგვიანებით ვერც არჩევნებში მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების - "არის ასეთი ხალხი" და „სოციალისტური პარტიის“ - ხელმძღვანელებმა ვერ მოახერხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო